ლუკ კოფი - სამწუხაროა, რომ ნატო-ს სამიტის კომუნიკეში საქართველოსთან და MAP-ის პროცესთან დაკავშირებით მოძველებული ენაა გამოყენებული, ჩემი შეთავაზება არავინ წაიკითხა
ლუკ კოფი - სამწუხაროა, რომ ნატო-ს სამიტის კომუნიკეში საქართველოსთან და MAP-ის პროცესთან დაკავშირებით მოძველებული ენაა გამოყენებული, ჩემი შეთავაზება არავინ წაიკითხა

ანალიტიკოსი ლუკ კოფი მწუხარებას გამოთქვამს, რომ ნატო-ს სამიტის დასკვნით კომუნიკეში საქართველოსთან და MAP-ის პროცესთან დაკავშირებით „იგივე მოძველებული ენაა“ გამოყენებული. ამის შესახებ ანალიტიკოსი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„სამწუხაროდ, ნატო-ს 2021 წლის სამიტის დეკლარაციაში კვლავ გამოყენებულია იგივე გაცრეცილი, მოძველებული, გაცვეთილი ენა საქართველოსა და წევრობის სამოქმედო გეგმის პროცესის შესახებ. სამწუხაროა, რომ არავინ წაიკითხა ჩემი შეთავაზება“, – წერს ლუკ კოფი.

ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი ასევე აქვეყნებს თავისი ინიციატივას, რომლის თანახმადაც, ის ნატო-ს წევრებს ურჩევდა, ბრიუსელის სამიტის დეკლარაციაში საქართველოს ნაწილში გამოტოვონ ფრაზა „მაპით, როგორც პროცესის განუყოფელი ნაწილით“, რომელიც წინა ხუთ დეკლარაციაშია გამოყენებული. ლუკ კოფის აზრით, ეს ალიანსს მისცემდა საშუალებას, თბილისისთვის მაპის გამოყენებადობისა და როლის შესახებ რეალური დებატები ჰქონოდათ.

ბრიუსელის ნატო-ს სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნით დოკუმენტში გამოხატულია მხარდაჭერა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობისადმი.