ლუიზა ვინტონი - ჩვენ კვლავაც მხარს ვუჭერთ თავისუფალი გადაადგილების პრინციპების განხორციელებას ყველგან და ყოველთვის
ლუიზა ვინტონი - ჩვენ კვლავაც მხარს ვუჭერთ თავისუფალი გადაადგილების პრინციპების განხორციელებას ყველგან და ყოველთვის

დიდი მწუხარებითა და შეშფოთებით ვაკვირდებით ძალიან სამწუხარო მოვლენებს, რომლებიც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით, თუ ადამიანის სიცოცხლეს ეხება საქმე, – ამის შესახებ საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა, ლუიზა ვინტონმა განაცხადა.

„ერთადერთი, რაც ამ ეტაპზე შემიძლია, გითხრათ ის არის, რომ ისევე როგორც ადრე, ჩვენ კვლავაც მხარს ვუჭერთ თავისუფალი გადაადგილების პრინციპების განხორციელებას ყველგან და ყოველთვის“, – განაცხადა ლუიზა ვინტონმა.

ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი აცხადებს, რომ ოკუპირებული ახალგორის მიმართულებით ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო, 70 წლის ქალს ცხინვალში სათანადო სამედიცინო დახმარება ვერ გაეწია და გარდაიცვალა.  მისი ინფორმაციით, მარგარიტა მარტიაშვილი, რომელიც სოფელ იკოთში, დაბა ახალგორიდან ოთხ კილომეტრში ცხოვრობდა, შეუძლოდ გახდა, ის  ახალგორის საავადმყოფოში გადაიყვანეს. „ბუნებრივია იქ არანაირი პირობა არ არსებობს კვალიფიციური სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად. თხოვნის და მოთხოვნის მიუხედავად, მაინც უარი უთხრეს გადმოყვანაზე, გადაიყვანეს ცხინვალში და იქ გარდაიცვალა“, – განაცხადა თინიკაშვილმა.