ბრაზილიური „გრემიოს“ ფორვარდი ლუის სუარესი ახლოს არის „ინტერ მაიამიში“ გადასვლასთან, რომელშიც ურუგვაელის „ბარსელონაში“ ყოფილი პარტნიორები – ლიონელ მესი, სერხიო ბუსკეტსი და ჟორდი ალბა თამაშობენ. ამის შესახებ ტელეკომპანია ESPN-ი იტყობინება.
წყაროს ცნობით, MLS-ის კლუბმა უკვე შეათანხმა კონტრაქტი 36 წლის ფორვარდთან და რჩება მხოლოდ მასზე ხელის მოწერა. ხელშეკრულება ერთ წელზეა გათვლილი, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.
აღნიშნავენ, რომ სუარესი „გრემიოს“ დეკემბერში დატოვებს, როცა ბრაზილიაში სეზონი დასრულდება.