ურუგვაის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მარსელო ბიელსამ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის ეროვნულ გუნდში ბრაზილიური „გრემიოს“ ფორვარდი ლუის სუარესი გამოიძახა.
36 წლის ფორვარდმა ბოლოჯერ ურუგვაის ნაკრებში კატარში მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა. სანაკრებო დონეზე სუარესს 137 მატჩი და 68 გოლი აქვს.
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევის მორიგ ორ ტურში ურუგვაის ნაკრები არგენტინისა და ბოლივიის წინააღმდეგ ითამაშებს.
სუარესმა „გრემიოს“ რიგებში 49 მატჩი ჩაატარა, 23 გოლი გაიტანა და 16 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.