ურუგვაელი ფორვარდი ლუის სუარესი დიდი ალბათობით, კარიერას არგენტინაში გააგრძლებს.
გამოცემა El Observador წერს, რომ 35 წლის თავდამსხმელმა შეთანხმებას მიაღწია „რივერ პლეიტთან“. ირკვევა, რომ სუარესი უახლოეს უქმეებზე ბუენოს აირესში გაემგზავრება და დაასულებს გარიგებას. ამის შემდეგ, არგენტინული კლუბი ოფიციალურად გამოაცხადებს ტრანსფერის შესახებ.
სუარესის მიზანია რეგულარული სათამაშო პრაქტიკა, რათა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატს საუკეთესო ფორმაში შეხვდეს.
ურუგვაელი ახალ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით უერთდება.
გასულ სეზონში სუარესმა ლა ლიგაში „ატლეტიკოს“ მაისურით 35 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.