ლუის მენოტი – კრუიფიც და გვარდიოლაც ვერ უშველიდნენ არგენტინას
არგენტინის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ლუის სესარ მენოტიმ კომენტარი გაუკეთა „ალბისელესტეში“ შექმნილ სიტუაციას.
„ვერც კრუიფი და ვერც გვარდიოლა დღეს ვერ შეძლებდნენ სიტუაციის შეცვლას არგენტინის ნაკრებში. ეს გამოწვეულია იმ სირთულეებით, რომელსაც ამჟამად გუნდი განიცდის. მიუხედავად ამისა, სკალონის მუშაობას შეფასება სჭირდება – დღეს ფაქტობრივად ყველაფერს აფასებენ. დიდი შეცდომა იქნება ლოკალური ანალიზის ჩატარება – სიტუაცია გლობალურად უნდა შევაფასოთ. გუნდს არ აქვს შეთამაშების საშუალება, ამის გამო, მისი სუსტი წერტილები მკაფიოდ ჩანს მატჩების დროს. ნაკრებში არ არსებობს მუშაობის კონკრეტული გეგმა, ერთიანი პროექტი“, – მოჰყავს მსოფლიოს 1978 წლის ჩემპიონის სიტყვები გაზეთ AS-ს.