ლუის ენრიკე „მონაკოსთან“ წაგებული მატჩის შესახებ – სამი ქულა დავიმსახურეთ #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ საფრანგეთის ჩემპიონატის 2026/2027 წლის სეზონის მესამე ტურის შეხვედრის შესახებ ისაუბრა, რომელშიც მისი გუნდი საკუთარ მოედანზე „მონაკოსთან“ 1:2 დამარცხდა.
„მსგავსი შეხვედრების შემდეგ წაგებული გუნდის მწვრთნელისთვის საუბარი ყოველთვის რთულია, თუმცა ეს ჩემი მოვალეობაა. მიუხედავად მარცხისა, მოედანზე ნანახით კმაყოფილი დავრჩი. ცხადია, ჯერ მხოლოდ სეზონის სტარტია და ფორმაში არ ვართ, მაგრამ არაერთი დადებითი დეტალი შევნიშნე.
მიმაჩნია, რომ სამი ქულა დავიმსახურეთ. მოსალოდნელი გოლების მაჩვენებლითაც ვჯობდით მეტოქეს, თუმცა ფეხბურთში ასეთი რამეები ხდება. გარდა ამისა, ცალკე უნდა აღვნიშნო მოთამაშეების შემართება და ფსიქოლოგიური სიმტკიცე. დღეს უბრალოდ არ გაგვიმართლა, ახლა კი ყურადღება მომავალზე უნდა გადავიტანოთ“, – ამბობს ენრიკე.
„პარი სენ-ჟერმენს“ ლიგა 1-ში ჩატარებული სამი მატჩის შემდეგ მოგება არ აქვს და 2 ქულით მე-12 ადგილზეა.