ლუის ენრიკე „ლივერპულთან“ მატჩის შესახებ - ჩემპიონთა ლიგის ამ ეტაპზე ფავორიტი არ არსებობს #1TVSPORT
ლუის ენრიკე „ლივერპულთან“ მატჩის შესახებ - ჩემპიონთა ლიგის ამ ეტაპზე ფავორიტი არ არსებობს #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგის მოახლოებული მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩის შესახებ ისაუბრა, რომელსაც ფრანგული გუნდი „ლივერპულის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

„ფავორიტის სტატუსს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. ჩემპიონთა ლიგის ამ ეტაპზე ფავორიტი არ არსებობს. არ ვფიქრობ, რომ უპირატესობა ჩვენს მხარესაა. გასული სეზონიც კარგად გვახსოვს – ბევრი „ლივერპულს“ ასახელებდა ფავორიტად, თუმცა საბოლოოდ შემდეგ ეტაპზე „პარი სენ-ჟერმენი“ გავიდა. ამიტომ პირადად მე ფავორიტს ვერ ვხედავ.

შარშან პირველ შეხვედრაში მაღალი ხარისხის თამაში ვაჩვენეთ, მაგრამ მაინც დავმარცხდით, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რამდენად არაპროგნოზირებადია ფეხბურთი. კმაყოფილი ვიქნები, თუ ახლაც იმავე დონეზე ვითამაშებთ და თუ ამჯერად შედეგიც განსხვავებული იქნება. შეტევაზე ორიენტირებულ ფეხბურთს ვაჩვენებთ და არ აქვს მნიშვნელობა, სად გვიწევს თამაში – ჩვენი მიზანი ყოველთვის გამარჯვებაა. გვინდა, „პარკ დე პრენსზე“ თამაში სიამოვნებად ვაქციოთ, რადგან სტადიონზე განსაკუთრებული ატმოსფერო გველის“, – ამბობს ლუის ენრიკე.

„პარი სენ-ჟერმენისა“ და „ლივერპულის“ მატჩი 8 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.