ლუის ენრიკემ დატოვა ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი პირადი მიზეზების გამო. მის ადგილს პირველი ასისტენტი რობერტ მორენო დაიკავებს. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე გამოცხადდა, რომელშიც მონაწილეობდნენ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლუის რუბიალესი და სპორტული დირექტორი ხოსე ფრანსისკო მოლინა.
„გადავწყვიტეთ, ნდობა გამოვუცხადოთ რობერტ მორენოს“, – მოჰყავს რუბიალესის სიტყვები ესპანეთის ნაკრების „ტვიტერს“. – „მას რჩება იგივე კონტრაქტი, რომელიც ადრე იყო გაფორმებული. ის პასუხისმგებელი იქნება გუნდის გამოსვლაზე ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში“.
ლუის ენრიკემ გამოტოვა ესპანეთის ნაკრების ბოლო სამი მატჩი ოჯახური მიზეზების გამო.