მბაპეს ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა #1TVSPORT
მბაპეს ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ილაპარაკა ფორვარდ კილიან მბაპეს ტრავმის ხარისხზე.

მბაპემ ლიგა 1-ის ბოლო ტურის მატჩში „მარსელის“ (4:0) წინააღმდეგ ფეხი დაიზიანა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. ფრანგი გონსალუ რამუშმა შეცვალა, რომელმაც დუბლი შეასრულა.

„არც ისე სერიოზული პრობლემაა, მაგრამ იყო ტკივილი, რის გამოც მას უჭირდა თამაში. მისი შეცვლა გონივრული გადაწყვეტილება იყო. თუმცა, არაფერი სერიოზული“, – მოჰყავს გამოცემა RMC Sport-ს ლუის ენრიკეს სიტყვები.