ლუის ენრიკე ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მესამედ მოგებას გეგმავს – დღეს არავინაა ჩვენზე მოტივირებული #1TVSPORT

16:38, 11.08.2026

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მესამედ მოგების სურვილი გამოთქვა.

ტურნირის ისტორიის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ სამჯერ მხოლოდ მადრიდის „რეალმა“ გაიმარჯვა – 2016-18 წლებში ზინედინ ზიდანის ხელმძღვანელობით.

„კონცენტრირებული ვარ იმაზე, რომ ისევ გავაღვიძო გუნდში გამარჯვების სურვილი. მოგებების გაგრძელება ძალიან რთულია. ახლა ჩვენ წინაშე უნიკალური ამოცანაა, პრაქტიკულად უპრეცედენტო ევროპული ფეხბურთის ისტორიაში: თუ ჩვენ ზედიზედ მესამედ ავიღებთ ჩემპიონთა ლიგას, გავიმეორებთ „რეალის“ შედეგს. ვაუ! ეს სულ სხვა დონეა. არავის ისტორიაში, „რეალის“ გარდა, არ მიუღწევია ამისთვის ზედიზედ სამჯერ. ჩვენ შეგვიძლია მათ გავუთანაბრდეთ. არ მგონია, დღეს ევროპაში არსებობდეს გუნდი, რომელსაც ჩვენზე ძლიერი მოტივაცია გააჩნია“, – მოჰყავს ლუის ენრიკეს სიტყვები ინტერნეტგამოცემა RMC Sport-ს.

მსგავსი