ლუცკში ავტობუსის გამტაცებელი ითხოვს, უკრაინის მაღალჩინოსნებმა ვიდეომიმართვა ჩაწერონ, სადაც იტყვიან, რომ „კანონიერი ტერორისტები“ არიან
ლუცკში ავტობუსის გამტაცებელი ითხოვს, უკრაინის მაღალჩინოსნებმა ვიდეომიმართვა ჩაწერონ, სადაც იტყვიან, რომ „კანონიერი ტერორისტები“ არიან

მამაკაცი, რომელმაც უკრაინის ქალაქ ლუცკში ავტობუსი გაიტაცა, აცხადებს, რომ კიდევ ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ხალხმრავალ ადგილას აქვს დამონტაჟებული.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, გამტაცებლის მთავარი მოთხოვნაა, მაღალჩინოსნებმა ვიდეომიმართვა ჩაწერონ, სადაც იტყვიან, რომ „კანონიერი ტერორისტები“ არიან. კერძოდ, ის ითხოვს, სასამართლოების, სამინისტროების, პროკურატურის, პარლამენტისა და ეკლესიის მეთაურებმა „იუთუბზე“ მიმართვა ჩაწერონ, სადაც იტყვიან, რომ სწორედ ისინი არიან „კანონიერი ტერორისტები“.

უკრაინაში, ქალაქ ლუცკში უცნობმა მამაკაცმა ავტობუსი გაიტაცა და მძევლები აიყვანაგავრცელებული ინფორმაციით, გამტაცებელი შეიარაღებულია, ავტობუსი კი, დანაღმული.

ლუცკში არსებულ მდგომარეობას ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი გამოეხმაურა. მისი თქმით, მიმდინარეობს ოპერაცია და ყველაფერი კეთდება, რომ სიტუაცია მსხვერპლის გარეშე დარეგულირდეს.