ლუჩანო სპალეტის ხელფასის ერთ-ნახევარჯერ გაზრდა სურს #1TVSPORT
ლუჩანო სპალეტის ხელფასის ერთ-ნახევარჯერ გაზრდა სურს #1TVSPORT

იტალიის ახალი ჩემპიონის, „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი უახლოეს პერიოდში კლუბის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს შეხვდება ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით.

როგორც გამოცემა Tuttomercatoweb-ი წერს, 64 წლის სპეციალისტს სურს, იცოდეს კლუბის გეგმების შესახებ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, ასევე იმედოვნებს ხელფასის გაზრდას წელიწადში 2.8 მილიონი ევროდან 4.5 მილიონ ევრომდე.

„ნაპოლიმ“ სპალეტის ხელმძღვანელობით 33-წლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვა იტალიის ჩემპიონის ტიტული.