ლუჩანო სპალეტიმ ვენესუელასა და ეკვადორთან მატჩებისთვის იტალიის ნაკრებში სამ დებიუტანტს უხმო #1TVSPORT
იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ დაასახელა ფეხბურთელები, რომლებიც მარტის ამხანაგური მატჩებისთვის გამოძახა.
გუნდში სამი დებიუტანტია: „ტორინოს“ მცველი რაულ ბელანოვა, „ვერონას“ ნახევარმცველი მაიკლ ფოლორუნშო და „უდინეზეს“ ფორვარდი ლორენცო ლუკა.
28-კაციანი სია ასე გამოიყურება:
მეკარეები – ჯანლუიჯი დონარუმა (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი), ალექს მერეტი (ნაპოლი), მარკო კარნესეკი (ატალანტა), გულიელმო ვიკარიო (ტოტენჰემი, ინგლისი);
მცველები – ალესანდრო ბასტონი, ფრანჩესკო აჩერბი, მატეო დარმიანი, ფედერიკო დიმარკო (ყველა – ინტერი), რაულ ბელანოვა, ალესანდრო ბუონჯორნო (ორივე – ტორინო), ანდრეა კამბიაზო (იუვენტუსი), ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი), ჯორჯო სკალვინი (ატალანტა), დესტინი უდოჯი (ტოტენჰემი, ინგლისი);
ნახევარმცველები – ნიკოლო ბარელა, დავიდე ფრატეზი (ორივე – ინტერი), ჯაკომო ბონავენტურა (ფიორენტინა), მაიკლ ფოლორუნშო (ვერონა), ჟორჟინიო (არსენალი, ინგლისი), მანუელ ლოკატელი (იუვენტუსი), ლორენცო პელეგრინი (რომა);
ფორვარდები – ფედერიკო კიეზა (იუვენტუსი), ლორენცო ლუკა (უდინეზე), რიკარდო ორსოლინი (ატალანტა), ჯაკომო რასპადორი (ნაპოლი), მატეო რეტეგი (ჯენოა), მატია ძაკანი (ლაციო), ნიკოლო ძანიოლო (ასტონ ვილა, ინგლისი).
იტალიის ნაკრები ორ ამხანაგურ შეხვედრას ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩაატარებს – 21 მარტს ვენესუელასთან და 24 მარტს – ეკვადორთან.