სპალეტიმ ფეხბურთელებს იტალიის ნაკრებში PlayStation-ის მიტანა აუკრძალა - ჩვენ ევრო 2024 უნდა მოვიგოთ და არა Call of Duty #1TVSPORT
სპალეტიმ ფეხბურთელებს იტალიის ნაკრებში PlayStation-ის მიტანა აუკრძალა - ჩვენ ევრო 2024 უნდა მოვიგოთ და არა Call of Duty #1TVSPORT

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ აუკრძალა ფეხბურთელებს ეროვნულ გუნდში ყოფნისას PlayStation-ის თამაში. ვერცერთი მოთამაშე ვერ შეძლებს მის მიტანას ნაკრებში.

– თქვენ ხშირად ლაპარაკობთ მუშაობაზე, ღირებულებებზე, პროფესიონალიზმზე, თქვენი და სხვა ადამიანების როლის დაფასებაზე…

– იმიტომ, რომ ყველაფერი აქედან იწყება. ეს არის საწყისი, რომელსაც შემდეგ უნდა დაემატოს ნიჭი. მაისური, ღირებულებები, პასუხისმგებლობა – ეს ის სიტყვები არ არის, რომელსაც ჰაერში ვამბობ, თუნდაც ვიღაცას ასეთი შთაბეჭდილება შეექმნა.

ზოგიერთმა მოთამაშემ, შესაძლოა, დაიჯერა, რომ სპალეტი ყეფს, მაგრამ არ იკბინება, მაგრამ ისინი ცდებიან და ახლა აუცილებელია, რაღაც-რაღაცები გავარკვიოთ. დღეიდან ისინი დატოვებენ PlayStation-ს შინ და ნაკრებში აღარ მოიტანენ.

მე მათთვის პატარა თამაშს მოვიფიქრებ, რათა ღამით არ მოიწყინონ. ისინი მოვლენ ჩემთან და მე მათ საღამოსთვის დავალებას მივცემ, თუ დღის სამუშაო არასაკმარისად ეჩვენებათ. ეს იმიტომ, რომ ნაკრებში სწორ გზაზე უნდა იდგე, კონცენტრირებული უნდა იყო და სისულელეები არ უნდა აკეთო.

მე უნდა შევქმნა ძლიერი ნაკრები. მინდა, მოვიგო ევროპის ჩემპიონატი, შემდეგ – მსოფლიო ჩემპიონატი. სიტყვას, რომელსაც გუნდის წინაშე წარმოვთქვამ – სწორედ ის არის, რასაც ელიან იტალიელები: ჩვენ გერმანიაში მოსაგებად მივდივართ და არა მონაწილეობის მისაღებად. ამას ითხოვს ჩვენი ისტორია.

ამისთვის მე მჭირდება, რომ ეს მოთამაშეები უკეთესები იყვნენ, ვიდრე არიან. მე არ მაქვს მათი გაწვრთნის დრო – ჩვენ უნდა დავანთოთ მათში ცეცხლი, ვაიძულოთ, დაიჯერონ, რომ ისინი შეძლებენ ამის გაკეთებას.

იტალიელები ითხოვენ მაგარ და პასუხისმგებლიან ნაკრებს, ხისტსა და თამამს. ნაკრებში მოდიან იმისთვის, რომ ევროპის ჩემპიონატი მოიგონ და არა Call of Duty, – მოჰყავს სპალეტის სიტყვები La Gazzetta dello Sport-ს.