ლუჩანო სპალეტი - ევრო 2024-ზე იტალია ჩემპიონობისთვის იბრძოლებს #1TVSPORT
ლუჩანო სპალეტი - ევრო 2024-ზე იტალია ჩემპიონობისთვის იბრძოლებს #1TVSPORT

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ განაცხადა, რომ მომდევნო წელს გასამართ ევრო 2024-ზე მისი გუნდი ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებს.

ევროპის მოქმედი ჩემპიონი იტალია კონტინენტის პირველობის წილისყრის წინ მეოთხე კალათში იყო. სპალეტის გუნდი უძლიერეს ჯგუფში – ესპანეთთან, ხორვატიასთან და ალბანეთთან ერთად მოხვდა.

„ჩვენ დიდი საფეხბურთო ისტორია გვაქვს და ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც ეს იტალიას შეეფერება. ევროპის ჩემპიონატზე მარტივი ჯგუფი არ არსებობს. მომავალ ზაფხულს ჩემპიონის ტიტულისთვის ვაპირებთ ბრძოლას, ეს ჩვენი მოვალეობაა“, – განაცხადა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტიმ იტალიის ნაკრები გასულ ზაფხულს ჩაიბარა. მანამდე, მან „ნაპოლის“ სერია A-ს ჩემპიონის ტიტული მოუტანა. ნეაპოლელთათვის ეს პირველი „სკუდეტო“ იყო 33 წლის შემდეგ.