ლუჩანო სპალეტი - ყველაზე მეტად „მილანი“ მომწონს, „ბოლონია“ ჩემს „ნაპოლის“ ჰგავს #1TVSPORT
ლუჩანო სპალეტი - ყველაზე მეტად „მილანი“ მომწონს, „ბოლონია“ ჩემს „ნაპოლის“ ჰგავს #1TVSPORT

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ დაასახელა სერია A-ს გუნდი, რომელიც სხვებზე მეტად მოსწონს.

„მე მომწონს „მილანის“ თამაშის ყურება. ის ალბათ ტოპკლუბებს შორის ყველაზე მეტად ჰგავს ქამელეონს. მისი ყველა მატჩი განსხვავებულია. მათ ცოტ-ცოტა ყველაფერი იციან. პიოლის ყოველთვის შეუძლია, მინდორზე კონკურენტუნარიანი გუნდი გაიყვანოს. მან იცის მთელი შემადგენლობის ხარისხის ამაღლება.

დე როსიმ „რომაში“ მენტალიტეტი და თამაში მიიტანა, რაც ასეთ მოკლე დროში იოლი არ არის. ჩემპიონატის სიურპრიზია „ბოლონია“. ის ბევრი რამით ჰგავს ჩემს „ნაპოლის“, რომელიც ევროპულ ფეხბურთს თამაშობდა“, – მოჰყავს სპალეტის სიტყვები იტალიელ ჟურნალისტს, ნიკოლო სკირას.