მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილი მოთამაშე ლოთარ მათეუსი დორტმუნდის „ბორუსიას“ ნახევარმცველ მარიო გიოტცეს ურჩევს, კარიერა იტალიის ჩემპიონატში გააგრძელოს.
„მგონია, რომ „ბორუსიაში“ გიოტცეს დრო დასრულებულია. ძალიან გამიკვირდება, ახლა რომ მათ თანამშრომლობა გააგრძელონ. მარიოს თამაშის სტილი მოთხოვნადი არ არის. პირველ რიგში, მას სისწრაფე არ აქვს, რის გამოც „ბორუსიას“ ტემპს ვერ ეწევა“, – მოჰყავს ლეგენდარული ფეხბურთელის სიტყვები „სქაი ჯერმანის“. – „ბაიერნში გადასვლაც არ აღმონდა ის, რასაც თავად გიოტცე ელოდა. მას ახლა შესაფერისი კლუბისა და მწვრთნელის პოვნა სჭირდება, რათა კარიერა გააგრძელოს. შესაძლოა, ეს იტალიის სერია ა იყოს, რადგან იქ არ არის ისეთი მაღალი ტემპი, როგორიც გერმანიაში“.
შეგახსენებთ, რომ მარიო გიოტცემ კარიერა დორტმუნდის „ბორუსიაში“ დაიწყო, შემდეგ „ბაიერნში“ გადავიდა, თუმცა გუნდს ვერ შეეწყო და მალე ისევ მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა.