„ლოს ანჯელეს გელაქსიმ“ სერბი ფეხბურთელი დაითხოვა მისი ცოლის რასისტული პოსტების გამო
„ლოს ანჯელეს გელაქსიმ“ სერბი ფეხბურთელი დაითხოვა მისი ცოლის რასისტული პოსტების გამო

„მეიჯორ ლიგ სოკერის” (MLS) კლუბმა „ლოს ანჯელეს გელაქსიმ“ მიიღო გადაწყვეტილება, დაასრულოს თანამშრომლობა სერბ ფორვარდ ალექსანდარ კატაისთან. ამასთან, კლუბს არ დაუსახელებია 29 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტის გაწყვეტის მიზეზი და საკუთარ ვებგვერდზე მხოლოდ ერთი ფრაზით შემოიფარგლა.

„ლოს ანჯელეს გელაქსი“ ეთხოვება ალექსანდრ კატაის ორმხრივი გადაწყვეტილების შედეგად“, – წერია განცხადებაში.

ESPN-ის ინფორმაციით, თანამშრომლობის დასრულების რეალური მიზეზი ისაა, რომ ფორვარდის ცოლმა ტეა კატაიმ სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა პოსტი აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო მიმდინარე საპროტესტო აქციებისა და მათი მონაწილეების შესახებ. კერძოდ, ქალმა რასისტული ფრაზები იხმარა მათი მისამართით და პოლიციას უფრო მეტი სიმკაცრისკენ მოუწოდა. მისმა პოსტებმა „გელაქსის“ ფანების აღშფოთება გამოიწვია.

კატაიმ „ლოს ანჯელეს გელაქსიში“ ორი ოფიციალური მატჩის ჩატარება მოასწრო. ის სერბეთის ნაკრების მოქმედი ფორვარდია და ეროვნულ გუნდში ცხრა მატჩი დაუგროვდა.