ლორიას ორი პრიზი - ქართველი მეკარე პროფესიონალებმა აღიარეს
ლორიას ორი პრიზი - ქართველი მეკარე პროფესიონალებმა აღიარეს

საქართველოს ნაკრებისა და ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მეკარე გიორგი ლორიამ კვირპოსში საუკეთესო მეკარესთვის დაწესებული ორი პრიზი მიიღო.

პრიზები კვიპროსის მოთამაშეთა პროფესიულმა გაერთიანებამ (PASP, იგივე ფეხბურთელთა პროფკავშირები) დააწესა. გამოცდილი ქართველი მეკარე ორი პრიზის მფლობელი გახდა – ლორიამ მიიღო ჯილდო „აელ“-თან შესრულებული სეივისთვის, რომელიც მოთამაშეთა პროფკავშირების ჟიურიმ სეზონის სეივად აღიარა.

ქართველმა მეკარემ მეორე ჯილდო იმისთვის მიიღო, რომ კარი ყველაზე საიმედოდ დაიცვა – გიორგი ლორიამ დასრულებულ სეზონში კვიპროსის სუპერლიგაში 18 შეხვედრა ჩაატარა, კარი უგოლოდ კი 11-ჯერ შეინახა – უკეთესი მაჩვენებელი იმ მეკარეებსაც კი არ აღმოჩნდათ, რომლებმაც სეზონში ყველა 23 მატჩი ითამაშეს.

საქართველოს ნაკრებისა და ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მეკარეს ჯილდოები კაკოპეტრიაში გადასცეს, სადაც თემურ ქეცბაიას გუნდი სეზონისთვის ემზადება.