ლორიას გუნდი გავარდა - ქართველ მეკარეს კვიპროსში იწვევენ
ლორიას გუნდი გავარდა - ქართველ მეკარეს კვიპროსში იწვევენ

გიორგი ლორიას შესაძლოა, ახალი კლუბის მოძებნა მოუხდეს. საქართველოს ნაკრების მეკარემ „მაგდებურგში“ ბერლინის „უნიონის“ წინააღმდეგ მეორე ბუნდესლიგის 33-ე ტურში შეუცვლელად ითამაშა. მისი გუნდი ლიგის ერთ-ერთ ლიდერთან 0:3 დამარცხდა და ლიგიდან გავარდა.

33 წლის ქართველ კიპერს „მაგდებურთან“ გაფორმებულ კონტრაქტში აქვს პუნქტი, რომელიც მას ამ ვითარებაში თავისუფალ არჩევანს ანიჭებს – გუნდის მესამე ლიგაში გავარდნის შემთხვევაში, ლორია ხელშეკრულების გაწყვეტისა და კლუბის დატოვების უფლებას იტოვებდა.

ახლა „მაგდებურგი“ ლიგიდან გავარდა და ჯერჯერობით უცნობია, ლორია მესამე ლიგაში გავარდნილ გუნდში თამაშს დათანხმდება თუ არა. თუმცა, ძნელი სავარაუდოა, რომ ეროვნული ნაკრების კიპერმა ეს ისურვოს.

კვიპროსული გამოცემა „კერკიდას“ ინფორმაციით, ლორიას ფამაგუსტას „ანორთოსისში“ ელიან, სადაც ერთი კვირის წინ მთავარ მწვრთნელად თემურ ქეცბაია დააბრუნეს.