ლორიამ კრილია სოვეტოვი დატოვა - მას სკამზე ჯდომა არ სურს
ლორიამ კრილია სოვეტოვი დატოვა - მას სკამზე ჯდომა არ სურს

გიორგი ლორია „კრილია სოვეტოვში“ აღარ ითამაშებს – საქართველოს ნაკრების მეკარემ გიორგი ლორიამ სამარული კლუბი დატოვა – ინფორმაცია „რილიას“ პრეს-სამსახურმა გაავრცელა.

„გუნდმა ლორია პრემიერლიგის განაცხადიდან გამოიწვია. 32 წლის ქართველი მეკარე 2015 წლიდან სამარაში იჯარით თამაშობდა. მისი სატრანსფერო უფლებები კი „ანჟის“ ეკუთვნის. გიორგი საქართველოს ნაკრების შეხვედრის შემდეგ გუნდში გამოცხადდა, თანაგუნდელებს თბილად დაემშვიდობა და კლუბი დატოვა“ – წერია კლუბის განცხადებაში.

სამარელთა დირექტორი ალექსანდრ შიკუნოვმა ლორიას ამ გადაწყვეტილების მიზეზებზე ილაპარაკა.

“უპირველესად, ჩვენ განაცხადში იოან მალოსთვის თავისუფალი ადგილი გვინდოდა. მეორეც – გიორგი საქართველოს ნაკრების მეკარეა და მას სკამზე ჯდომა არ სურს. ლორიას სათამაშო პრაქტიკა სჭირდება, ნაკრებში რომ ითამაშოს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ „კრილიას“ მის პოზიციაზე რუსული პასპორტის მქონე ორი მეკარე ჰყავს, რიჟიკოვი და კონიუხოვი“ – განაცხადა შიკუნოვმა ინტერნეტ-გამოცემა „ჩემპიონატთან“ საუბარში.