ლორია კვიპროსზე აღიარეს - ქართველის სეივები საუკეთესოა (ვიდეო)
ლორია კვიპროსზე აღიარეს - ქართველის სეივები საუკეთესოა (ვიდეო)

გიორგი ლორიამ კვიპროსის პროფესიულ ფეხბურთელთა ასოციაციის ჩატარებულ გამოკითხვაში გაიმარჯვა – ორგანიზიციამ 2019/20 წლების ჩემპიონატის პირველი ეტაპის საუკეთესო გოლის ავტორი და ის მეკარე გამოავლინა, რომელმაც საუკეთესო მოგერიებები (სეივები) შეასრულა.

საუკეთესო გოლის ავტორად ნიქოზიის „ომონიას“ ინგლისელი თავდამსხმელი მეტ დერბიშირი აღიარეს, საუკეთესო მოგერიებებად (სეივებად) კი – საქართველოს ნაკრებისა და ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მეკარის ქმედებები.

„ომონიას“ ფეხბურთელმა კვიპროსის პროფესიულ ფეხბურთელთა ასოციაციის ოფიციალურ გვერდზე ჩატარებულ გამოკითხვაში ხმა გულშემატკივართა 46% მისცა, ხოლო ლორიას მხარი გამოკითხულთა 47% დაუჭირა და მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდა.

კვიპროსის პროფესიულ ფეხბურთელთა ასოციაცია (PASP) კვიპროსში მოთამაშე ადგილობრივი და ლეგიონერების გაერთიანებაა და ფეხბურთელთა მსოფლიო კავშირის FIFPro-ს ოფიციალური წევრია.