ლორია კვიპროსში უგოლო თამაშებით ლიდერობს
ლორია კვიპროსში უგოლო თამაშებით ლიდერობს

გიორგი ლორია კვიპროსის ჩემპიონატში ჩატარებული უგოლო თამაშების რაოდენობით ლიდერობს – ამის შესახებ კვიპროსული ინტერნეტ-გამოცემა „ბალა“ იუწყება.

საქართველოს ნაკრების მეკარე ფამაგუსტას „ანორთოსისში“ ზაფხულში გადავიდა და მას შემდეგ გუნდის ფორმით 21 თამაში ჩაატარა, უმრავლესობა, 11 მატჩი (52,3 პროცენტი) კი უგოლოდ დაასრულა.

„ლორიამ კვიპროსის ჩემპიონატში 11 მატჩი უგოლოდ ჩაატარა. წერილში მოყვანილია ფოტო, სადაც „ანორთოსისის“ პრეს-ატაშე სავას პიკულასი თითებით ციფრ 11-ს აჩვენებს. ამ მაჩვენებლით გიორგი კვიპროსის ლიგაში მშრალი მატჩების რაოდენობით მეკარეებში ლიდერობს. თავად ლორია აჩვენებს ციფრ 12-ს, რადგან მან გოლი არც „ნეა სალამინასთან“ სათასო მატჩში გაუშვა“ – ვკითხულობთ „ბალას“ წერილში.