ლორია კვიპროსში ლიდერობს - გამოკითხვა გრძელდება
ლორია კვიპროსში ლიდერობს - გამოკითხვა გრძელდება

გიორგი ლორია კვიპროსის ჩემპიონატის საუკეთესო მეკარეთა შორის ლიდერობს – საქართველოს ნაკრებისა და ფამაგუსტას „ანორთოსისის“ ქართველი კიპერი shootandgoal-ის ჩატარებულ გამოკითხვაში დაწინაურდა.

გიორგი ლორიამ კლუბის ფორმა ჩემპიონატის ცხრავე მატჩში მოირგო, ხუთი გოლი გაუშვა და 10 ტურის შემდეგ (ფამაგუსტელებმა ერთი მატჩით ნაკლები გამართეს) ლიგის საუკეთესო ექვს მეკარეს შორის დააასახელეს. გამოცემა „ShootandGoal“-მა გულშემატკივრებს რჩეულის გამოვლენის საშუალება მისცა.

ამ დროისთვის „ანორთოსისის“ 32 წლის ქართველი კიპერი დიდი უპირატესობით ლიდერობს – მას პირველ მეკარედ გამოკითხულთა 65 პროცენტი ასახელებს.