საქართველოს ნაკრებისა და ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მეკარე გიორგი ლორია აღნიშნავს, რომ კომპანია „რეუშთან“ პარტნიორობით გახარებულია.
„მე უბრალოდ ბედნიერი ვარ, რომ კომპანია „რეუშის“ მეკარეეების ოჯახის ნაწილი ვარ. განსაკუთრებული მადლობა „ფუტბოლისტასტორს“ (Futbolistastore) – წერს გიორგი ლორია.
„რეუში“ გერმანული კომპანიაა, რომელიც ფეხბურთისა და ზამთრის სპორტის სახეობებისთვის ხელთათმანების და აქსესუარების წარმოებითა და რეალიზაციითაა დაკავებული. 1973 წლიდან კომპანიამ შეიმუშავა და შექმნა ისტორიაში პირველი საფეხბურთო მეკარის ხელთათმანები. 1990 წელს, „რეუშის“ ბრენდი სპორტული საქონლის ბაზარზე შევიდა და ცნობილია, როგორც საუკეთესო ხარისხის პროდუქცია.
„რეუშს“ამჟამად კონტრაქტი მსოფლიოს 220-ზე მეტ საუკეთესო პროფესიონალ მეკარესთან აქვს გაფორმებული. ადრე ამ სიაში ბევრი ცნობილი მეკარე იყო – ზეპ მაიერი პირველი სპორტსმენი იყო, რომელმაც „რეუშის“ ხელთათმანებით მსოფლიო ჩემპიონატზე (1974 წელს) ითამაშა. „რეუშის“ კლიენტები ასევე იყვნენ მსოფლიოს ჩემპიონები უბალდო ფილიოლი (არგენტინა, 1978), ნერი პუმპიდო (არგენტინა, 1986), ბოდო ილგნერი (გერმანია, 1990), კლაუდიო ტაფარელი (ბრაზილია, 1994), ასევე ბრაზილიელი მეკარეები დიდა („მილანი“) და ჟულიო სეზარი (მილანის „ინტერი“).