ლორა თორნტონი - ყველა მსგავს ღონისძიებაზე დავდივარ, „დაიცავი საქართველოს“ შეკრებაზე დამპატიჟეს და მოვედი
ლორა თორნტონი - ყველა მსგავს ღონისძიებაზე დავდივარ, „დაიცავი საქართველოს“ შეკრებაზე დამპატიჟეს და მოვედი

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლორა თორნტონი აცხადებს, რომ ფილარმონიაში „დაიცავი საქართველოს“ შეკრებაზე დაპატიჟეს და ამის გამო დაესწრო.

„მე ყველა მსგავს ღონისძიებაზე დავდივარ. დამპატიჟეს და მოვედი. ყველა პარტიის ღონისძიებაზე მივდივარ, სადაც მეპატიჟებიან – „ქართული ოცნების“, „ნაციონალური მოძრაობის“ და ა.შ.“ – განუცხადა ჟურნალისტებს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა.