ლორა თორნტონი ​- ტრამპს სიმართლის თქმის უნარი არ გააჩნია და უნდა გაჩუმდეს
ლორა თორნტონი ​- ტრამპს სიმართლის თქმის უნარი არ გააჩნია და უნდა გაჩუმდეს

ეროვნულ – დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ქართული ოფისის მოქმედი ხელმძღვანელი, ლორა თორნტონი სოციალურ ქსელში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული სტრატეგიის გამო აკრიტიკებს.

„ყოველთვის, როცა ტრამპი პირს აღებს, იგი ავრცელებს დეზინფორმაციას, რომელსაც სახიფათო შედეგები მოჰყვება. მან იცრუა ტესტების საკმარისი ოდენობის შესახებ. მან იცრუა ტესტების ხარისხის შესახებ. თავის ბოლო გამოსვლაში მან ხაზი გაუსვა სამ მთავარ პოლიტიკას. სამივე მათგანი იყო სიცრუე და მოგვიანებით, ადმინისტრაციას მათი გამოსწორება მოუწია. ამან ასევე გამოიწვია განრისხება მოკავშირეთა შორის და პანიკა აეროპორტებში ევროპის მასშტაბით, რითაც უფრო მეტი ადამიანი აღმოჩნდა ვირუსის საფრთხის ქვეშ, რომ არაფერი ვთქვათ ქსენოფობიაზე მის კომენტარებში (ტვიტები მექსიკასთან კედლის დიდი საჭიროების შესახებ, სერიოზულად? უცხოელების დადანაშაულება?) და ნარცისული ობსესია იმაზე, თუ როგორ აისახება ეს ყველაფერი მასზე, მის რიცხვებზე, საზოგადოების ჯანდაცვაზე. ამ კრიზისის დროს, ჩვენ სასიცოცხლოდ გვჭირდება პრეზიდენტი, რომ გვითხრას სიმართლე. რამდენადაც ტრამპს ამის უნარი არ გააჩნია, ის უნდა გაჩუმდეს. წადი, გოლფი ითამაშე ან რამე. ის ყველას საფრთხის ქვეშ გვაყენებ. ჩვენ გვჭირდება კომპეტენტურობა და სიმართლე მთავრობაში, სამწუხაროდ ამ ადმინისტრაციაშია არც ერთია და არც მეორე“,- წერს თორნტონი.