ლონდონის პოლიციამ ლონდონბრიჯზე თავდამსხმელის იდენტიფიცირება შეძლო
ლონდონის პოლიციამ ლონდონბრიჯზე თავდამსხმელის იდენტიფიცირება შეძლო

ლონდონის პოლიციამ ლონდონბრიჯზე თავდამსხმელის იდენტიფიცირება შეძლო. როგორც სკოტლანდ იარდში განაცხადეს, ის 28 წლის უსმან ხანი აღმოჩნდა, რომლიც ერთხელ უკვე იხდიდა სასჯელს ტერორიზმის მუხლით. ხანი 2012 წელს დააპატიმრეს, თუმცა 2018 წელს ვადაზე ადრე დატოვა ციხე.

„ბიბისის“ ცნობით, უსმან ხანი სტაფორდშირში ცხოვრობდა, პოლიცია მის სახლში ჩხრეკას ატარებს.

29 ნოემბერს ლონდონის ცენტრში მდებარე ხიდზე მამაკაცი გამვლელებს დანით დაესხა თავს. შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, სამი ჰოსპიტალიზებულია. ლონდონის პოლიციამ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა.