ლომაძის ვერცხლი და საქართველოს ნაკრების მეოთხე მედალი ევროპის ჩემპიონატზე - ჭიდაობა
იტალიის დედაქალაქში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იური ლომაძემ (72 კგ.) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალში ის მსოფლიოს ორგზის ჩემპიონთან, გერმანელ ფალავანთან დამარცხდა.
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთათვის ევროპის ჩემპიონატი დასრულებულია. ჩვენი ნაკრების ყულაბაში ორი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალია. კონტინენტის პირველობაზე მესამე ადგილზე ნუგზარ წურწუმია (55 კგ.) და ამირან შავაძე (63 კგ.) გავიდნენ, ვერცხლის მედლები კი ლევან არაბულმა (130 კგ.) და იური ლომაძემ (72 კგ.) მოიპოვეს.
14 თებერვლიდან ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას თავისუფალი სტილით მოჭიდავეები დაიწყებენ.