„ლოკომოტივი“ თბილისში მოსკოვის „დინამოს“ დაუპირისპირდება
„ლოკომოტივი“ თბილისში მოსკოვის „დინამოს“ დაუპირისპირდება

ნიონში, უეფას შტაბბინაში ჩატარებულმა წილისყრამ ევროპის ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „ლოკომოტივის“ მეტოქე გაარკვია – რკინიგზელები მოსკოვის „დინამოს“ დაუპირისპირდებიან.

ლოკომოტივმა“ რუმინულ „უნივერისტატეას“ 2:1 სძლია და ამჯერადაც თბილისში ითამაშებს – მისი სავარაუდო მეტოქეები იყვნენ „გალათასარაი“ (თურქეთი), მოსკოვის „დინამო“ (რუსეთი) და ალმატისყაირატი“ (ყაზახეთი).

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 17 სექტემბერს გაიმართება – უეფა-მ კორონავირუსის პანდემიის გამო ტურნირის ფორმატი შეცვალა და ორის ნაცვლად, ერთი მატჩი იმართება – მასპინძელი გუნდი ბრმა წილისყრით ირკვევა.