თბილისის „დინამო“ ევროპალიგაზე უელსურ გუნდს შეხვდება

15:34, 31.08.2020
ფფფჰფგ

ფფფჰფგ

31 აგვისტოს, ნიონში, უეფას შტაბბინაში ევროპის ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა ჩატარდა და „დინამო თბილისის“ მეტოქე გაირკვა.

საქართველოს მოქმედ ჩემპიონს წილისყრის შედეგად უელსურ „კონაჰი ნომადსდაუწყვილდა. მატჩი 17 სექტემბერს უელსში გაიმართება – უეფამ კორონავირუსის პანდემიის გამო ტურნირის ფორმატი შეცვალა და ორის ნაცვლად, ერთი მატჩი იმართება – მასპინძელი გუნდი ბრმა წილისყრით ირკვევა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნილი „დინამო“ განთესილი იყო და მისი სავარაუდო მეტოქეებში იყვნენ „ასტანა“ (ყაზახეთი), „სილეკსი“ (მაკედონია), „ფოლა ეში“ (ლუქსემბურგი), „ბუდუჩნოსტი“ (მონტენეგრო), „კონაჰი ნომადი“ (უელსი) და „არარატ-არმენია“ (სომხეთი).

მსგავსი