ლო სელსო „ბეტისს“ შეკრებაზე არ გაჰყვა - არგენტინელს „ტოტენჰემში“ ელოდებიან
ლო სელსო „ბეტისს“ შეკრებაზე არ გაჰყვა - არგენტინელს „ტოტენჰემში“ ელოდებიან

ბეტისის“ ნახევარმცველი ჯოვანი ლო სელსო ახლოს არის კლუბის შეცვლასთან. 23 წლის არგენტინელ ფეხბურთელს 2023 წლის ზაფხულამდე აქვს კონტრაქტი სევილიურ კლუბთან, მაგრამ არ აღმოჩნდა იმ მოთამაშეებს შორის, რომლებიც მექსიკაში წინასასეზონო ტურნეში გაემგზავრნენ.

ამასთან, მექსიკაში გაფრინდა „ბეტისის“ ახალწვეული ნაბილ ფეკირი, რომელიც ერთი დღის წინ გადავიდა სევილიაში „ლიონიდან“. ესპანურ და ინგლისურ პრესას მიაჩნია, რომ ლო სელსო „ტოტენჰემში“ გააგრძელებს კარიერას, თუმცა ფეხბურთელის მიმართ ინტერესს „ბაიერნიც“ იჩენს.

2018-2019 წლების სეზონზე ლო სელსომ 46 მატჩი ჩაატარა „ბეტისში“, 16 გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა.