სერგო რატიანი - „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობის“ შეთანხმება ოპოზიციური ფლანგის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია
სერგო რატიანი - „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობის“ შეთანხმება ოპოზიციური ფლანგის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია

„ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის წინასაარჩევნო შეთანხმება მნიშვნელოვანია მომავლისთვის, ოპოზიციისა და ოპოზიციური ფლანგის გაძლიერებისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, სერგო რატიანმა განაცხადა.

როგორც დეპუტატმა პირველ არხს განუცხადა, შეთანხმება მნიშვნელოვანია ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლისთვის, რათა წინასაარჩევნოდ ოპოზიციური ფლანგი ისე არ დაზიანდეს, რომ პარტიებმა მეორე ტურში ურთიერთთანამშრომლობა და ამომრჩევლის მიმართ მოწოდება ვერ შეძლონ.

„ევროპის სახალხო პარტიის“ ოჯახში ერთად ვართ გაერთიანებული და მნიშვნელოვანია, პროდასავლური ფრთა ძლიერი იყოს და ერთმანეთთან თანამშრომლობდეს. შეთანხმების იდეა ჩვენც გვქონდა და საერთო ფონიდან გამომდინარე, ეს შეთანხმება საჭირო იყო. აღნიშნული მნიშვნელოვანია მომავლისთვის, ოპოზიციისა და ოპოზიციური ფლანგის გაძლიერებისთვის“,  – განაცხადა სერგო რატიანმა.

„ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა სამპუნქტიანი შეთანხმება ბრიუსელში გააფორმეს