დირექტორის თქმით, ქუთაისის 37-ე სკოლაში გაზის გაჟონვას ადგილი არ ჰქონია
დირექტორის თქმით, ქუთაისის 37-ე სკოლაში გაზის გაჟონვას ადგილი არ ჰქონია

ქუთაისის 37-ე საჯარო სკოლაში, საიდანაც რამდენიმე მოზარდი ინტოქსიკაციის ნიშნებით კლინიკაში გადაიყვანეს, გაზის გაჟონვას ადგილი არ ჰქონია, – ამის შესახებ სკოლის დირექტორმა, ნანა კენჭოშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სკოლა შესაბამისმა სამსახურმა შეამოწმა.

როგორც დირექტორმა აღნიშნა, შეუძლოდ ოთხი მეხეუთეკლასელი სპორტის გაკვეთილის შემდეგ გახდა

„დაუყოვნებლივ გამოვიძახეთ სასწრაფო. პარალელურად მოვიდა გაზის კომპანია და შემოწმდა შენობა, დადასტურდა, რომ გაზის გაჟონვას ადგილი არ ჰქონია. ბავშვების შეუძლოდ გახდომის მიზეზი, როგორც ექიმები გვეუბნებიან, სპორტის გაკვეთილის შემდეგ დიდი რაოდენობით წყლის მიღება გახდა“, – განაცხადა 37-ე საჯარო სკოლის დირექტორმა, ნანა კენჭოშვილმა.

რამდენიმე მოზარდი ქუთაისის 37-ე საჯარო სკოლიდან დღეს დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ამის მიზეზი გაზის გაჟონვა ან სასმელი წყალი ყოფილიყო.