ქუთაისის 37-ე საჯარო სკოლიდან მოსწავლეები ინტოქსიკაციის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს  
ქუთაისის 37-ე საჯარო სკოლიდან მოსწავლეები ინტოქსიკაციის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს  

ქუთაისის 37 -ე საჯარო სკოლიდან მოსწავლეები ინტოქსიკაციის ნიშნებით დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

წინასწარი ინფორმაციით, ინტოქსიკაცია გაზის გაჟონვამ ან სასმელმა წყალმა გამოიწვია.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები იყვნენ მობილიზებული.

საავადმყოფოს ბავშვთა განყოფილებაში ამ დროისთვის შვიდი მოზარდია მოთავსებული. ექიმების თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.