ცოტნე ანანიძე - ქობულეთში დაქორწინებული წყვილი თანაცხოვრებაში არ იმყოფება
ქობულეთში გათხოვილი არასრულწლოვანი გოგონა მეუღლესთან თანაცხოვრებაში არ იმყოფება, – ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძემ, ქობულეთში არასრულწლოვნის ქორწინების ფაქტზე გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი ინფორმაციით, დაგეგმილი იყო ნიშნობა, თუმცა ფინანსების ეკონომიის მიზნით, ოჯახმა ნიშნობის ნაცვლად, ქორწილი გადაწყვიტა.
„აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია. თავიდან ნიშნობა იყო დაგეგმილი, ხარჯების დაზოგვის მიზნით ქორწილი გადაიხადეს. რამდენადაც მე ვარ ინფორმირებული, წყვილი თანაცხოვრებაში არ იმყოფება. თუ ეს დადასტურდა და თანაცხოვრებაში არ არიან, კანონდარღვევა არ არის“,- განაცხადა ცოტნე ანანიძემ.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 15 წლის გოგონა გათხოვდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქობულეთში არასრულწლოვნის ქორწინების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.