„ლივერპულმა“ ზედიზედ ოთხი მატჩი მოიგო
„ლივერპულმა“ ზედიზედ ოთხი მატჩი მოიგო

ჩემპიონთა ლიგის ფინალისტმა „ლივერპულმა“ ახალი სეზონისთვის მზადება დაასრულა. იურგენ კლოპის გუნდმა ბოლო ამხანაგურ მატჩში „ტორინო“ დაამარცხა – 3:1.

ეს იყო მერსისაიდელების ზედიზედ მეოთხე მოგება. მანამდე, „ლივერპულმა“ საკონტროლო მატჩში 5:1 გაანადგურა „ნაპოლი“, აგრეთვე, საერთაშორისო ჩემპიონთა თასის რანგში დაამარცხა „მანჩესტერ იუნაიტედი“ (4:1) და „მანჩესტერ სიტი“ (2:1).

ასე რომ, „წითლებმა“ ზედიზედ ოთხი მატჩი მოიგეს და ბურთების საერთო შეფარდებაა – 14:3.

„ლივერპულმა“ წინასასეზონო მზადებისას ერთადერთი მატჩი „დორტმუნდთან“ წააგო – 1:3.

ინგლისის პრემიერლიგის გათამაშება უახლოეს უქმეებზე იწყება. პირველ ტურში „ლივერპული“ „ვესტ ჰემს“ მასპინძლობს.

 

დატოვე კომენტარი