„ლივერპულმა“ შეიძლება, სალაჰი, მანე ან ფირმინო გაყიდოს მბაპეს შესაძენად
„ლივერპული“ მზად არის გაყიდოს თავისი შეტევითი ტრიოს ერთ-ერთი ფეხბურთელი იმისთვის, რომ 2021 წლის ზაფხულში გაიფორმოს „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი კილიან მბაპე, – წერს გამოცემა „მუნდო დეპორტივო“.
წყაროს ცნობით, ინგლისურ კლუბს სურს აჯობოს მადრიდის „რეალს“ ფრანგი ფეხბურთელისთვის ბრძოლაში, რომელსაც 2021 წელს უმთავრდება კონტრაქტი და ის ჯერ გაგრძელებული არ არის. „ლივერპული“ განიხილავს მოჰამედ სალაჰის, სადიო მანეს ან რობერტო ფირმინოს გაყიდვას, რათა ადგილი გაათავისუფლოს მბაპესთვის. სამივეს კონტრაქტები 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში. თუ კარგი შეთავაზება იქნება, ამ სამეულიდან რომელიმე მზად არის წასავლელად.
ასევე აღნიშნავენ, რომ „ლივერპულში“ დიოგო ჟოტას ტრანსფერით, მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა მიანიშნა, რომ შეტევაში კონკურენციის გაძლიერება სურს.