„ლივერპულის“ მცველმა ჯო გომესმა მარცხენა მუხლზე ოპერაცია გადაიტანა, – ამის შესახებ ინგლისის ჩემპიონის ოფიციალურ ვებგვერდზე წერია.
ცენტრალური მცველის გამოჯანმრთელების ზუსტ ვადებს არ ასახელებენ, მაგრამ ელოდებიან, რომ 23 წლის ფეხბურთელი 2020-21 წლების სეზონის დიდ ნაწილს გამოტოვებს.
გომესმა ტრავმა ინგლისის ნაკრებში ვარჯიშის დროს მიიღო.
უფრო ადრე, მძიმე ტრავმით გამოვიდა მწყობრიდან „ლივერპულის“ კიდევ ერთი ცენტრალური მცველი ვირჯილ ვან დეიკი, რომელმაც მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს.