„ლივერპულმა“ და დიოგო ჟოტამ ახალი კონტრაქტი გააფორმეს #1TVSPORT
„ლივერპულმა“ და დიოგო ჟოტამ ახალი კონტრაქტი გააფორმეს #1TVSPORT

„ლივერპულმა“ ახალი კონტრაქტი გააფორმა ფორვარდ დიოგო ჟოტასთან.

როგორც ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს, ახალი ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.

„ძალიან ამაყი ვარ. ამ გუნდში ორი წლის წინ გადასვლის შემდეგ, შევძელი გავმხდარიყავი „ლივერპულის“ მნიშვნელოვანი ფეხბურთელი. სწორედ ეს მინდოდა თავიდანვე. ახლა, როცა ჩემთან მრავალწლიანი კონტრაქტი გაფორმდა, კლუბმა ამით მიანიშნა, რომ ჩემი სჯერა.

კარგია იმის ცოდნა, რომ აქ კიდევ დიდ დროს გავატარებ“, – განაცხადა პორტუგალიელმა ახალი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ.

დიოგო ჟოტას წინა ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულამდე იყო ძალაში.