„ლივერპულის“ სამწვრთნელო შტაბი არ გეგმავს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას შემადგენლობის გადახალისებას, – ამის შესახებ დაწერა ESPN-ის ვებგვერდმა.
წყაროს ცნობით, მერსისაიდელები არ შეიძენენ ახალ ფეხბურთელს იანვარში, რადგან მომავალი წლის ზაფხულში გეგმავს გაძლიერებას.
ადრე იტყობინებოდნენ, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ ნახევარმცველი ჯორჯინიო ვეინალდუმი განიხილავს პარიზული კლუბიდან წასვლის ვარიანტს. ფეხბურთელი უკმაყოფილოა სათამაშო დროით და სურს პრემიერლიგაში დაბრუნება, სადაც ადრე „ნიუკასლსა“ და „ლივერპულში“ თამაშობდა. ნიდერლანდელს აინტერესებს მერსისაიდელთა ვარიანტი, საიდანაც გადავიდა კიდეც ფრანგულ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით.
18 ტურის შემდეგ, „ლივერპული“ პრემიერლიგაში 41 ქულით მეორე ადგილზეა.