„ნაპოლის“ სენეგალელმა მცველმა კალიდუ კულიბალიმ, შესაძლოა, კარიერა ინგლისის ჩემპიონატში გააგრძელოს.
ინგლისური პრესის ცნობით, 29 წლის ფეხბურთელზე პრეტენზიას „ლივერპული“ აცხადებს. პრემიერლიგის ჩემპიონი იანვარში იმედოვნებს კულიბალის გაფორმებას ვირჯილ ვან დეიკის შესაცვლელად, რომელმაც მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და შესაძლოა, მთელი სეზონი გამოტოვოს.
კულიბალის მიმდინარე კონტრაქტი „ნაპოლისთან“ 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში. გასულ ზაფხულს ფეხბურთელით ინტერესდებოდნენ „მანჩესტერ სიტი“ და „პარი სენ-ჟერმენი“.
სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში კულიბალიმ ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა.