LiveFeed ესპანეთი VS საქართველო [ვიდეო] #1TVSPORT
LiveFeed ესპანეთი VS საქართველო [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მეხუთე მატჩი გამართა და მეოთხედ დამარცხდა. ამჯერად გაცილებით მაღალი დონის ესპანეთის ნაკრებთან.

ესპანეთი-საქართველო 4:0

82′ წუთი. მსაჯმა გრიგოლ ჩაბრაძე გააფრთხილა. ის მომდევნო მატჩს გამოტოვებს.

76′ წუთი. გიორბელიძე კაკაბაძემ შეცვალა.

74′ წუთი. სანჩესმა სიმონი შეცვალა.

74′ წუთი. მენდესმა გაია შეცვალა.

69′ წუთი. ჩაკვეტაძემ დავითაშვილი შეცვალა.

69′ წუთი. ალთუნაშვილმა აბურჯანია შეცვალა.

69′ წუთი. მსაჯმა გურამ კაშია გააფრთხილა.

65′ წუთი. ყველაზე სახიფათო მომენტი ესპანეთის კართან. გიორგი მიქაუტაძის დარტყმული უნაი სიმონმა მოიგერია, ბურთი ძელმა აისხლიტა.

63′ წუთი. ფორნალსის გადაცემის შემდეგ სარაბიამ ანგარიშში სხვაობა ოთხამდე გაზარდა.

60′ წუთი. გარსია მერინომ შეცვალა.

60′ წუთი. ფერან ტორესი ფორნალსმა შეცვალა.

57′ წუთი. ზარია მიქაუტაძემ შეცვალა.

57′ წუთი. აზაროვი ყაზაიშვილმა შეცვალა.

46′ წუთი. რაულ ალბიოლმა ლაპორტი შეცვალა.

პირველი ტაიმი

ესპანეთი-საქართველო 3:0

41′ წუთი. ფერან ტორესმა მარჯვენა ფლანგიდან შეტევა შედეგიანად დააგვირგვინა – 3:0.

25′ წუთი. სოლერმა ესპანეთი ორბურთიანი სხვაობით დააწინაურა.

14′ წუთი. საჯარიმოს გარედან გაიას დარტყმას რეკოშეტი მოჰყვა და ბურთი საქართველოს ნაკრების ბადეში გაეხვა. 1:0 ესპანეთის სასარგებლოდ.

საქართველოს ჰიმნი ნაკრების შესრულებით.

მწვრთნემა ვილი სანიოლმა სასტარტო შენადგენლობაში საბა ლობჟანიძე დააყენა, თუმცა ბოლო ინფორმაციით მატჩისწინა ვარჯიშზე საბა დაშავდა და ის ზურიკო დავითაშვილმა შეცვალა.

საქართველოსა და ესპანეთის ნაკრეების სასტარტო შემადგენლობა:

საქართველო: ლორია – ჩაბრაძე, კაშია, ლოჩოშვილიგიორბელიძე – კანკავა, აბურჯანია – მამუჩაშვილი, ზარია, აზაროვი – დავითაშვილი

ესპანეთი: სიმონი – ასპილიკუეტა, ე. გარსია, ლაპორტიგაია – სოლერი, როდრი, ლორენტე – სარაბია, რუისი, ტორესი

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები ბადახოსში ესპანეთს ეთამაშება.