ლინას ლინკევიჩუსი - ქართველ ხალხს გამძლეობას ვუსურვებ, საზარელი ხანძრის დროს დაღუპულების გამო
ლინას ლინკევიჩუსი - ქართველ ხალხს გამძლეობას ვუსურვებ, საზარელი ხანძრის დროს დაღუპულების გამო

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის დროს დაღუპულების გამო, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს უსამძიმრებს უსამძიმრებს.

შესაბამისი განცხადება ლინკევიჩუსმა „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.

„ქართველ ხალხს გამძლეობას ვუსურვებ ბათუმში მომხდარი საზარელი ხანძრის გამო. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დაღუპულების გამო და ვუსამძიმრებ მათს ახლობლებს, ხოლო დაშავებულებს სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – წერს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრისას საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე დაიღუპა.

შსს-ს ინფორმაციით, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 21 ადამიანს – არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებულთა შორის არის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ერთი მეხანძრე-მაშველი.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას – სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.

ხანძარი სასტუმროში 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე გაჩნდა.