ლიპარტელიანის, ჩხვიმიანისა და გრიგალაშვილის გარეშე - ძიუდოისტთა მწვრთნელმა თელ-ავივისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
ლიპარტელიანის, ჩხვიმიანისა და გრიგალაშვილის გარეშე - ძიუდოისტთა მწვრთნელმა თელ-ავივისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

18-20 თებერვალს თელ-ავივში გაიმართება ძიუდოს გრანდსლემი.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა დაასახელა ისრაელში გასამგზავრებელი გუნდის შემადგენლობა. საინტერესოა, რომ თელ-ავივში არ იჭიდავებენ ვარლამ ლიპარტელიანი, ლუხუმ ჩხვიმიანი და ტატო გრიგალაშვილი. თუმცა ყველა წონაში ორი წარმომადგენელი გვეყოლება.

 

60 კგამირან პაპინაშვილი, თემურ ნოზაძე

66 კგბაგრატ ნინიაშვილი, გიორგი ბაზანდარაშვილი

73 კგ. ლაშა შავდათუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი

81 კგლუკა მაისურაძე, ვლადიმერ ახალკაცი

90 კგბექა ღვინიაშვილი, ლაშა ბექაური

100 კგილია სულამანიძე, ონისე სანებლიძე

+100 კგგურამ თუშიშვილი, გელა ზაალიშვილი