ლიპარტელიანი და ახალკაცი მესამე წრეში იასპარეზებენ | პარიზის დიდი სლემი
პარიზში მიმდინარე დიდი სლემის ტურნირზე ძიუდოში ორი ქართველი – ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ.) და ვლადიმერ ახალკაცი (81კგ.) მესამე წრეში იასპარეზებენ.
ასევე მედლისთვის ბრძოლას ორი მძიმეწონოსანი ძიუდოისტი, გელა ზაალიშვილი და ლევან მატიაშვილი აგრძელებს. მათ ჯერ მეორე წრის შეხვედრები არ ჩატარებიათ.
ასპარეზობას ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ:გიორგი კაციაშვილი (81კგ.),გიორგი პაპუნაშვილი,ავთანდილ ჭრიკიშვილი (90კგ.),ონისე სანებლიძე (100კგ.), მარიამ ჭანტურია (70კგ.), სოფიო სომხიშვილი (+78.).