„ლიონის“ პრეზიდენტი ბენზემას დაბრუნებაზე ზრუნავს
„ლიონის“ პრეზიდენტი ბენზემას დაბრუნებაზე ზრუნავს

„ლიონის“ პრეზიდენტმა ჟან-მიშელ ოლასმა დაადასტურა, რომ მისი კლუბი ცდილობს დაიბრუნოს მადრიდის „რეალის“ ფორვარდი ქარიმ ბენზემა. 31 წლის ფეხბურთელი 2009 წელს გადავიდა ესპანეთის დედაქალაქში „ლიონიდან“ 35 მილიონ ევროდ.

„ჩვენ ველაპარაკეთ მას დაბრუნებაზე გასულ წელს და ის ღია იყო ამისთვის. მაგრამ ვერ შევძელით გარიგების გაფორმება ფინანსური მიზეზების გამო. შესანიშნავი იქნება, თუ ბენზემა ერთხელაც შინ დაბრუნდება. ჩვენ ამაზე ზაფხულში ვიზრუნებთ“, – – მოჰყავს ოლასის სიტყვები გაზეთ „ეკიპს“.

„ლიონში“ გატარებული ხუთი სეზონის განმავლობაში, ბენზემამ 148 მატჩში 66 გოლი გაიტანა.