ლიონელი საქართველოშია - „ბარსელონას“ აღზრდილი „თელავში“ ითამაშებს
ლიონელი საქართველოშია - „ბარსელონას“ აღზრდილი „თელავში“ ითამაშებს

ცხადია, ის ლიონელი არ იგულისხმება – კამერუნელი ლიონელ ენგუენე საფეხბურთო კლუბ „თელავის“ ახალი ლეგიონერია. ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგევრდი ავრცელებს.

კამერუნელი 23 წლისაა და 1996 წლის 7 იანვარს კამერუნის ქალაქ ბერტუაში დაიბადა. ლიონელ ენგუენე ამპლუით ნახევარმცველია, თამაში კი ლეგენდარული კამერუნელი თავდამსხმელის, სამუელ ეტოოს სახელობის აკადემიაში დაიწყო. მერე კი კატალონიაში გადაბარგდა და 8 წლის განმავლობაში (2007-2015) „ბარსელონას“ აკადემიაში ვარჯიშობდა. 2014 წელს კი „ბარსელონას“ 19-წლამდელთა გუნდის შემადგენლობაში უეფას ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგაც მოიგო.

„თელავის“ ახალწვეულმა 2015-2016 წლების სეზონი „ბარსელონა B“-ში დაიწყო, რომლის შემადგენლობაშიც 12 მატჩი ჩაატარა და 2016-ის იანვარში იჯარის წესით თურქულ „ანთალიასფორში“ გადავიდა, სადაც 6 მატჩი ჩაატარა.

2016-2017 წლების სეზონისთვის ლიონელ ენგუენე „ბარსელონამ“ მესამე დივიზიონის კლუბ „ლუგოში“ გაანათხოვრა, 2017-ის იანვრიდან კი პორტუგალიურ „ლეიშოეშში“ 2 მატჩი ჩაატარა.

ლიონელ ენგუენეს კამერუნის 20-წლამდელთა ნაკრების წევრი იყო, რომლის ფორმაც 3 მატჩში მოირგო. კამერუნელი ლეგიონერი „თელავში“ 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.