ლიონელ სკალონიმ ნოემბრის მატჩებისთვის არგენტინის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ ნოემბრის ამხანაგური მატჩებისთვის 28 ფეხბურთელისგან შემდგარი შემადგენლობა დაასახელა.
არგენტინელები 13 ნოემბერს ბუენოს აირესში ურუგვაის დაუპირისპირდებიან, ხოლო 17 ნოემბერს კორდობაში კოსტა რიკას უმასპინძლებენ.
ეს არგენტინის ნაკრების პირველი შეკრება იქნება ლიონელ მესის სანაკრებო კარიერის დასრულების შემდეგ. 39 წლის ფეხბურთელმა ეროვნულ გუნდში ბოლო მატჩი 7 ოქტომბერს, ბენინის წინააღმდეგ ჩაატარა.
სკალონის სიაში რამდენიმე საინტერესო ცვლილებაა. ნაკრებში პირველად გამოიძახეს ლონდონის „ჩელსის“ 21 წლის მცველი აარონ ანსელმინო, ხოლო გონსალო მონტიელი და მარიანო ტროილო ეროვნულ გუნდს დაუბრუნდნენ.
განაცხადში მოხვდნენ ენცო ფერნანდესი, ალექსის მაკალისტერი, ხულიან ალვარესი, ლისანდრო მარტინესი და ფრანკო მასტანტუონო. ნაკრებს ტრავმის გამო ვერ დაეხმარება ლაუტარო მარტინესი.
არგენტინის ნაკრების განაცხადი:
მეკარეები: ემილიანო მარტინესი („ჩელსი“), ხერონიმო რული („მანჩესტერ სიტი“), ხუან მუსო („ატლეტიკო“), სანტიაგო ბელტრანი („რივერ პლეიტი“)
მცველები: გონსალო მონტიელი („რივერ პლეიტი“), აგუსტინ ხიაი („პალმეირასი“), აარონ ანსელმინო („ჩელსი“), მარიანო ტროილო („პარმა“), ლეონარდო ბალერდი („რომა“), ლისანდრო მარტინესი („მანჩესტერ იუნაიტედი“), ფაკუნდო მედინა („ლევერკუზენი“), ნიკოლას ტალიაფიკო („ლიონი“), რომან ვეგა („ზენიტი“).
ნახევარმცველები: ესეკიელ ფერნანდესი („ლევერკუზენი“), მაქსიმო პერონე („კომო“), ექსეკიელ პალასიოსი („იფსვიჩი“), ვალენტინ ბარკო („ჩელსი“), ალექსის მაკალისტერი („ლივერპული“), ენცო ფერნანდესი („მანჩესტერ სიტი“), ნიკოლას პასი („კომო“).
თავდამსხმელები: მატიას სოულე („რომა“), ფრანკო მასტანტუონო („ფიორენტინა“), ჯულიანო სიმეონე („ატლეტიკო“), ჯანლუკა პრესტიანი („ბენფიკა“), ტიაგო ალმადა („რივერ პლეიტი“), ხუან ხოსე ლოპესი („პალმეირასი“), სანტიაგო კასტრო („რომა“), ხულიან ალვარესი („ატლეტიკო“).
ნოემბრის შეხვედრებით არგენტინის ნაკრები 2026 წელს დაასრულებს და ახალი შემადგენლობის ჩამოყალიბებას 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ციკლისთვის გააგრძელებს.